საუკეთესო მოგონებები აქ იწყება...

წყალტუბო ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია კავკასიაში

წყალტუბო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ერთერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც ხასითდება უნიკალური თერმული წყლებით, რომელიც დაახლოებით 70-მდე დაავადებას კურნავს. წყალტუბო ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რომელიც გამორჩეულია ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავით.აქ ზამთარი საკმაოდ თბილია, ზაფხული კი ცხელი.

წყალტუბო სამკურნალო თვისებებით შეუდარებელია. წყალი ბუნებრივად თბილია, ასახავს ადამიანის სხეულის ტემპერატურას და რა თქმა უნდა გამოყენება თბობის გარეშე. ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა მღვიმეები, რომლის მიკროკლიმატი გამოიყენება ბრიონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნერვოზისა და პნევომონიის სამკურნალოდ. წელიწადის დროისა და ხელსაყრელი ამინდების პირობებში შესაძლებელია მზის აბაზანების მიღება.

წყალტუბო პლაზას აუზი

რა უნდა იყოს უფრო სასიამოვნო, ვიდრე ბუნების წიაღში ცურვით მიღებული სიამოვნება? კამკამა აუზში ცურვისას თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ხედი, რაც აღმატებულ განწობას შეგიქმნით.

წყალტუბოს თერმულ წყლებს განსაკუთრებული თვისება აქვს

წყლების გადაადგილების შემთხვევაში ის კარგავს სამკურნალო თვისებებს. აქედან გამომდინარე, წყლის აბაზანები მოწყობილია თერმული წყლების ამოდინების წერტილებში და ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ სასტუმროს წყალტუბოში თავისი აბაზანები არ აქვს. მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის დამსვენებლისთვის, რადგან წყალტუბო პლაზა სტუმარს უფასოდ სთავაზობს აბაზანებამდე ტრანსპორტირებას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ წყალტუბოს აბაზანების ყველა არსებული პროცედურით.

რელაქსაცია

სასტუმრო აბაზანების პროცედურების გარდა სტუმრებს სთავაზობს გამაჯანსაღებელ სერვისებს - კერძო ექიმის კონსულტაცია, ფინური საუნა, მასაჟის კაბინეტი, სავარჯიშო დარბაზი და სამედიცინო მომსახურება.

კურორტ წყალტუბოს სამკურნალო მიმართულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სფელეო თერაპია. წყალტუბოში პირველად სამკურნალოდ თეთრი მღვიმე იქნა გამოყენებული. გარდა თეთრი მღვიმისა წყალტუბოს ტერიტორიაზე რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური მღვიმეა, რაც საშუალებას იძლევა სფელეო თერაპიის მკურნალობის ფართო გამოყენებას

ბარი და რესტორანი