EXCLUSIVE SERVICES

+ 436 222 393

რესტორანი

სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ გთავაზობთ 220 ადამინზე რესტორანს, სადაც დღეში სამჯერ წარმოდგენილი იქნება ბუფეტის სტილის კვება. აქ შესაძლებელია მიირთვათ, როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული სამზარეულოს კერძებიც. რესტორანს გააჩნია ტერასა 30 კაცზე. შესაძლებელია ქორწილის და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.

სამუშაო საათები: საუზმე 08:00-10:00; სადილი 14:00-16:00; ვახშამი 19:00-21:00;



ტერასა ბარი

„წყალტუბო პლაზას“ ტერასა ბარი გთავაზობთ თანამედროვე და მყუდრო გარემოს თქვენი დასვენებისა და რელაქსაციისათვის. ბარის პერსონალი შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის კოქტეილებს, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს და უგემრიელესი კერძებს a-la carte მენიუდან.

„წყალტუბო პლაზას“ ტერასა ბარში თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი სტუმრები და შეიგრძნოთ მომსახურების მაღალი ხარისხის კომფორტი.

სამუშაო საათები: 10:00 - 02:00



პათიო

ეს არის სასტუმროს საუკეთესო რომანტიული და სარელაქსაციო ადგილი, სადაც თქვენ მოისმენთ გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას. პათიოს ალამაზებს ყვავილების ბაღი და შადრევანი. აქ შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სახის კოქტეილები, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელები და უგემრიელესი კერძები a-la carte მენიუდან.

სამუშაო საათები:10:00 - 23:00



ოთახში მომსახურება

სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს „ოთახის მომსახურება“ და „მინი ბარი“. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი კერძი.

სამუშაო საათები: 10:00 - 02:00
Read more