ტურისტრული დანიშნულებები
წყალტუბო საყურადღებოა ტურისტული თვალსაზრისითაც. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებასთან - კოლხეთის დაბლობზე, სადაც მკურნალობასთან ერთად, დამსვენებელი კულტურულადაც დაისვენებს. კურორტს აქვს დიდი პარკი, სადაც სხვადასხვა ჯიშის სუბტროპიკული მცენარეები ხარობს. წყალტუბოში დაცულია მილიონობით წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევი, რომელიც აღმოჩენილია ფლორით, ფაუნითა და კარსტული მღვიმით უაღრესად საინტერესეო სათაფლიის ნაკრძალის ტერიტორიაზე. წყალტუბოდან ექვს კილომეტრზეა ახალ-აღმოჩენილი, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, პრომეთეს მღვიმე, სადაც ტურისტები იხილავენ მიწისქვეშა საოცრებებს: გამჭირვალე ტბებს, ბუნებრივი სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების ტყეებს, ნაღვენთჩუქურთმებიან ზღაპრულ დარბაზებს.