სასტუმროს სპა ცენტრი

სპა ცენტრი

იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ს ძირითადი სტუმრები წყალტუბოში გაჯანსაღებისა და სამკურნალო პროცედურების ჩატარების მიზნით ჩამოდიან, სასტუმრო აბაზანების პროცედურების გარდა სტუმრებს სთავაზობს გამაჯანსაღებელ სერვისებს - კერძო ექიმის კონსულტაცია, ფინური საუნა, მასაჟის კაბინეტი, სავარჯიშო დარბაზი და სამედიცინო მომსახურება. ექიმის კონსულტაცია

სერვისები

ექიმის კონსულტაცია- ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება კონსულტაცია გაიაროს მაღალ კვალიფიციურ ექიმთან. ექიმი თითოეულ სტუმარს მიუდგება ინდივიდუალურად და შეურჩევს მისთვის სასურველ პროცედურების კურსს.

მასაჟის კაბინეტი-სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო მასაჟის პროცედურებს.

სავარჯიშო დარბაზი-სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზს. დარბაზი მოწყობილია არამარტო რთული სავარჯიშო მოწყობილობებით, არამედ სპეციალური სამედიცინო მოწყობილობებითაც.