თერმული წყლები

სამედიცინო მომსახურება

წყალტუბოს წყალი დაახლოებით 70 დაავადებას კურნავს.

წყალტუბოს წყლებით მკურნალობის მეთოდიკა, რომელიც დღემდე მუშაობს ასეთი სახისაა: პაციენტს დღეგამოშვებით ენიშნება ერთი ან ორი აბაზანა; კურსზე გათვალისწინებულია 20-30 აბაზანა; აბაზანის ხანგრძლივობა 20 წუთი

სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი აბაზანები გესაჭიროებათ ამისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ადგილზე მოგემსახურებათ. თქვენ ჩაგიტარდებათ გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ აბაზანის კონკრეტულ პროცედურებს.

კურორტ წყალტუბოს სამკურნალო მიმართულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სფელეო თერაპია. წყალტუბოში პირველად სამკურნალოდ თეთრი მღვიმე იქნა გამოყენებული. გარდა თეთრი მღვიმისა წყალტუბოს ტერიტორიაზე რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური მღვიმეა, რაც საშუალებას იძლევა სფელეო თერაპიის მკურნალობის ფართო გამოყენებას.

განკურნებადი დაავადებების ჩამონათვალი

ოსტეოქონდროზი

გინეკოლოგიური დაავადებები

უროლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა

ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების შედეგად განვითარებული დაავადებები