რესტორნები და ბარები
სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ გთავაზობთ 220 ადამიანზე გათვლილ რესტორანს, რომლის მომსახურებაში შედის შვედური მაგიდის ტიპის სამჯერადი კვება. რესტორანი გთავაზობთ როგორც ტრადიციულ, ასევე ევროპულ კერძებს.
რესტორანს აქვს 30 ადამიანზე გათვლილი ტერასა. სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ აღნიშნოთ თქვენი ქორწილი ან სხვა სხვადასხვა ღონისძიება.
სამუშაო საათები: საუზმე 8:00 - 10:00; სადილი 14:00 - 16:00; ვახშამი 19:00 - 21:00








