სპა

  • სპა ცენტრი

    რადგან სასტუმროს სტუმრების უმეტესობა წყალტუბოში ჯანმრთელობისა და ველნეს პროცედურების ჩასატარებლად ჩამოდის, „წყალტუბო პლაზა“ სტუმრებს აბაზანის თერაპიის დამატებით სხვა სამედიცინო მომსახურებასაც სთავაზობს, როგორიცაა ექიმის კერძო კონსულტაცია, ფინური საუნა, მასაჟის კაბინეტი, სპორტული დარბაზი და სხვა სამედიცინო მომსახურება.


    ექიმის კონსულტაცია - ყველა სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია. ექიმი თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად მოემსახურება და შესაბამისად დანიშნავს საჭირო მკურნალობას.


    მასაჟის კაბინეტი - სასტუმრო გთავაზობთ გამაჯანსაღებელ და დამამშვიდებელ პროცედურებს.


    სპორტდარბაზი - სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სპორტდარბაზს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სპორტულ, არამედ სამედიცინო აღჭურვილობასაც.


  • აუზი

    გაიუმჯობესეთ განწყობა და შეიქმენით დადებითი ენერგია თვალწარმტაცი მთებით გარშემორტყმულ აუზში ცურვით.


    წყალტუბოს თერმულ წყაროებს განსაკუთრებული თვისება აქვთ.


    სხვა ადგილას გადატანისას წყალი კარგავს სამკურნალო თვისებებს. ამიტომ, აბაზანები პირდაპირ წყაროსთან ეწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალტუბოს არცერთ სასტუმროს არ აქვს საკუთარი თერაპიული აბაზანები. სტუმრებისთვის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, „წყალტუბო პლაზა“ უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას თერმული წყაროების წერტილებამდე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ყველა საჭირო მკურნალობა.